ფრანგული ენის პედაგოგი მასწავლებელი
ფრანგული ენის პედაგოგი
ფრანგულის პედაგოგი

ფრანგული ენის მასწავლებელი

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უამრავი კვალიფიციური ფრანგული ენის მასწავლებელი ნამდვილად არ გვყავს. თუკი თქვენ ამ მიმართულებით პატარა მოკვლევას ჩაატარებთ, სულაც არ დაგჭირდებათ დიდი დრო, რომ პროფესიონალი კადრი ამოიცნოთ და შეარჩიოთ.

ფრანგული ენის მასწავლებელს მოეთხოვება, რომ მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება ამ სფეროში. მისი ფრანგული ენის ცოდნა უნდა იყოს C1. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდა ჩაბარებული და კვალიფიკაცია მინიჭებული. ფრანგული ენის მასწავლებელს აგრეთვე უნდა ჰქონდეს გამოცდილება საჯაროში ან კერძო სექტორში სწავლების. ამას გარდა, უამრავი ნიუანსია, პროფესიული უნარ-ჩვევებიდან დაწყებული პერსონალური თვისებებით დამთავრებული, რაც შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ დასვათ შეკითხვები და ისე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ფრანგულის მასწავლებელი როგორ გეგმავს გაკვეთილს?

ეფექტური სწავლა-სწავლება გაკვეთილის დაგეგმვიდან იწყება. მითია, რომ გამოცდილ მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვა არ სჭირდება. თითოეულ აუდიტორიას სჭირდება გაკვეთილის მორგება და მათი ინტერესების მიხედვით მოდიფიკაცია. შესაძლოა მასწავლებელს პირობითად A2 ზრდასრულებთან უამრავჯერ ჩაუტარებია გაკვეთილი თემაზე „წარსული დრო და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში“. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აუდიტორიის ინტერესები, მათი ცხოვრების სტილი, კარიერა, ყოველდღიურობა, ლექსიკური მარაგი და მათი სუსტი თუ ძლიერი მხარეები. თუკი გაკვეთილი დაიგეგმება ამ ყოველივეზე დაყრდნობით, ის ბევრად ეფექტური, ინტერაქციული და საინტერესო იქნება.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს თითოეული დავალებისთვის გამოყოფილი დრო, დავალებების ტიპები, უკუკავშირის ტიპი, გამოსაყენებელი მასალები, საშინაო დავალება და ა.შ.

ფრანგულის მასწავლებელი ონლაინ რა ტექნოლოგიებს იყენებს?

  • გაკვეთილის ჩასატარებელი პლატფორმები: Zoom, Google Meet, Microsoft Teams და ა.შ. (ჯგუფთან შეთანხმებით)
  • ინტერაქციული დაფა დასაწერად ან დახატად: Jamboard, Microsoft Whiteboard, Padlet და ა.შ.
  • პლატფორმები დავალებებისა და ქვიზებისთვის: Quizizz, Google Forms, Socrative, Poll Everywhere და ა.შ.
  • აპლიკაციები სწავლისა და შემოწმებისთვის: Kahoot, Quizlet, Anki და ა.შ.

 

ონლაინ სწავლებისას გაკვეთილები ძალიან ინტერაქციული, მარტივი, სახალისო და საინტერესოა. მოსწავლეებს უდიდესი მოტივაცია აქვთ იყვნენ ჩართული და აჩვენონ მათი შესაძლებლობები. თქვენ ფრანგული ენის სწავლასთან ერთად, გარკვეულწილად ხვეწავთ ტექნოლოგიურ უნარებსაც.

ფრანგულის პედაგოგის კვალიფიკაცია

ფრანგულის პედაგოგი სიღრმისეულად იცნობს ენას, რაც მოიცავს ლექსიკას, გრამატიკას, პუნქტუაციას, გამოთქმას და ა.შ. რაც უფრო კარგად ესმის მასწავლებელს ფრანგული ენა, მით უფრო მარტივად გადასცემს ინფორმაციას სტუდენტებს. თუკი მასწავლებელს სიღრმისეულად არ ესმის გარკვეული საკითხები ენაში, ის იყენებს კომპლექსურ ტერმინოლოგიას შეუსაბამო აუდიტორიასთან და კითხვებზე პასუხის გაცემასაც გაურბის.

დაინტერესებული ხართ სწავლით?

linguaacademy.ge
ფრანგულის კურსი, ფრანგული ენი კურსი კურსები გაკვეთილები. Updated 2025

ფრანგული

ისწავლეთ თავისუფლად ფრანგული საუბარი!