იტალიური ენის მასწავლებელი: სტუდენტებთან კომუნიკაცია.
იტალიურის მასწავლებელი
იტალიურის პედაგოგი

იტალიური ენის მასწავლებელი

მასწავლებლისა და სტუდენტის ურთიერთობა გავლენას ახდენს გაკვეთილის მიმდინარეობასა და სწავლის შედეგებზე. ხაზგასმით გამოვყოფთ იმ საკითხებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენს ცენტრში ყურადღება ექცევა

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • კონსტრუქციული უკუკავშირი
  • პერსონალიზებული მიდგომა
  • პიროვნული, პროფესიული და კულტურული პატივისცემა
  • სტუდენტის წახალისება და მოტივაციაზე მუშაობა
  • იუმორის როლი
  • მხარდაჭერა და დახმარება

 

ყოველივე ეს დიდ როლს თამაშობს მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. აგრეთვე ეს საკითხები გავლენას ახდენენ გაკვეთილის ატმოსფეროზე, სტუდენტის მოტივაციაზე და თავდაჯერებულობაზე. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს იტალიური ენის მასწავლებელი თავის სფეროში, თუკი ზემოხსენებული საკითხები გათვალისწინებული არ არის, სწავლა-სწავლება ეფექტური ვერ იქნება.

იტალიურის მასწავლებელი: პატივისცემის როლი სწავლა-სწავლებაში

ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი, რასაც უამრავი მასწავლებელი ყურადღებას არ აქცევს არის ორმხრივი პატივისცემა. მოსწავლე და მასწავლებელი პატივისცემას გამოხატავენ ლექსიკით, სახის გამომეტყველებით, ქმედებებით და ა.შ. როდესაც მასწავლებელი იჩენს პატივისცემას მოსწავლეების მიმართ, ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ შეიმეცნონ ენა და ამ პროცესში დაუშვან შეცდომები. მათ იციან, რომ ისინი არ გაიკიცხებიან და არ დასცინებენ. მეორეს მხრივ, როდესაც მოსწავლეები პატივს სცემენ მასწავლებელს, მან იცის, რომ შეუძლია იხუმროს, გააზიაროს პირადი გამოცდილებები, თუკი რაიმე არ იცის თამამად თქვას და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ გასცეს კითხვას პასუხი.

იტალიურის მასწავლებელი ონლაინ მუშაობს?

იტალიურის მასწავლებელი ონლაინ მუშაობს და თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაკვეთილები ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია.

ჩვენი გამოცდილებით გიზიარებთ რჩევებს, რაც გამოგადებათ იტალიურის ონლაინ სწავლისას.

  • გარემო საიდანაც გაკვეთილს ესწრებით ეცადეთ რომ იყოს მშვიდი, ნათელი და ზომიერად გრილი. განმარტოვდით, რომ ვინმემ ხელი არ შეგიშალოთ და ყურადღება არ გაგიფანტოთ. გადადეთ ის მოწყობილობები, რომლებიც გაკვეთილის მიმდინარეობისას არ გჭირდებათ. ახლოს გქონდეთ ყველა სასწავლო მასალა, წყალი ან ყავა/ჩაი უკეთესი კონცენტრაციისთვის.
  • ტექნიკური მხარე გაკვეთილის დაწყებამდე გადაამოწმეთ და გაასწორეთ. დარწმუნდით, რომ ინტერნეტი და მიკროფონი სათანადოდ მუშაობს. დამუხტეთ კომპიუტერი/ტელეფონი/პლანშეტი, ანუ ის მოწყობილობა საიდანაც ერთვებით.

 

საკუთარი თავის დისციპლინა ონლაინ სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია. დააწესეთ რუტინა, არ გამოტოვოთ დავალებები და არ მოიტყუოთ თავი. შეახსენეთ თქვენს თავს რისთვის დაიწყეთ სწავლა. არ მოგერიდოთ და ითხოვეთ მასწავლებლის დახმარება საჭიროებისამებრ.

იტალიურის პედაგოგი რა მეთოდოლოგიას იყენებს?

იტალიურის პედაგოგი ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრია ჩვენი ენების ცენტრში. ის მუშაობს სხვადასხვა დონის და ასაკობრივ ჯგუფთან. შესაბამისად, განსხვავდება სწავლების მეთოდოლოგიაც.

გაკვეთილის პროცესში კომბინაციაში გამოიყენება ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები.

  • კომუნიკაციური სწავლების მეთოდი
  • თამაშით სწავლება
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება
  • გუნდური სწავლება
  • პერსონალიზებული სწავლება
  • და ა.შ.

დაინტერესებული ხართ სწავლით?

linguaacademy.ge
იტალიური ენის გაკვეთილები, იტალიურის კურსი კურსები. Updated 2025

იტალიური

ენის კურსი საშუალებას მოგცემთ იტალიურ ენას დაეუფლოთ უმოკლეს დროში.