linguaacademy.ge
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 599 09 75 27
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
- მისამართი: 45 ვაჟა ფშაველას გამზირი (მეტრო დელისთან), საქართველო
ინგლისური ენის მასწავლებელი: ქეითი- რვა წელზე მეტია ინგლისურს ვასწავლი. მიყვარს სტუდენტების დახმარება რომ მოემზადნონ ინგლისურ ენაში უბრალოდ სასუბროდ თუ ტესტებისთვის როგორიცაა TOEFL ან SAT. ჩემი სწავლების სტილი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს. მე ვამახვილებ ყურადღებას რეალურ საუბრებსა და პრაქტიკულ აქტივობებზე, რათა ინგლისური ენის სწავლა უფრო სასიამოვნო გავხადო სტუდენტებისთვის.
ორიოდე სიტყვა ჩემი განათლების შესახებ. 2016 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში მივიღე ინგლისური ენის სხვებზე სწავლების მაგისტრის ხარისხი, სადაც შევისწავლე ენის შესწავლის ეფექტური გზები. მანამდე კი, 2013 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში მივიღე ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი.
სერტიფიკატები
• ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების სერტიფიკატი, საერთაშორისო TEFL აკადემია, 2015
• TOEFL ტესტისთვის მოსამზადებელი ინსტრუქტორის სერტიფიკატი 2017
ინგლისურ ენას ვასწავლი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფს. ვატარებ როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. გაკვეთილების დროს ყურადღებას ვამახვილებ აკადემიური უნარების განვითარებაზე. ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ჯგუფური დიალოგები და ყოველდღიური საუბრები ვეხმარები სტუდენტებს გაიუმჯობესონ მეტყველება, კითხვა და წერა. იხილეთ ჩემი ინგლისური ენის კურსები რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია. ყოველწლიურად 100-ზე მეტ სტუდენტს ვეხმარებოდი ტესტების ქულების გაზრდაში ისეთ ტესტებში როგორიცაა TOEFL და SAT. დრო და დრო ვაწყობ აქტივობებს, როგორიცაა წიგნის კლუბები, რათა სტუდენტები ეზიარონ ინგლისურენოვან ლიტერატურას და გამოიყენონ ახალი ნასწავლი ლექსიკა.
ინგლისური ენის სწავლების გარდა სიამოვნებით ვწერ სხვადასხვა ჟანრის პატარა მოთხრობებს. მიყვარს მოგზაურობა და ახალი ღირსშესანიშნაობების მონახულება. ყოველთვიურად ვხელმძღვანელობ წიგნის კლუბს სადაც ვეცნობით თანამედროვე ინგლისურ რომანებს. შაბათკვირას როგორც წესი დაკავებული ვარ იოგით რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
იმედი მაქვს გიხილავთ ჩემ ჯგუფში და გავაკეთებ ყველაფერს რომ ინგლისური ენის შესწავლა თქვენთვის გახდეს სასიამოვნო.
ონლაინ სწავლას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის:
ონლაინ სწავლებისას გაკვეთილზე წასასვლელად მომზადებაში და გზაში დრო არ გეკარგებათ, რაც ძალიან ეფექტურია.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გაკვეთილს დაესწროთ, როგორც სახლიდან, ასევე სამსახურიდან, მოგზაურობიდან და ა.შ. გაკვეთილის გაცდენა არ მოგიწევთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ საცობში დაგაგვიანდათ, მოულოდნელად საზღვარგარეთ მოგიხდათ წასვლა და ა.შ.
ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ სწავლებისას იყენებს უამრავ ინტერაქციულ აპლიკაციას, რაც გეხმარებათ კონკრეტული საკითხების სწრაფად ათვისებაში, თქვენი ცოდნის შემოწმებაში, შესრულებული დავალების უკუკავშირის სწრაფად მიღებაში და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსწავლეების 100%-ს უყვარს ინტერაქციულ აპლიკაციებში დავალებების შესრულება. ეს თქვენს კომპიუტერულ უნარებსაც აუმჯობესებს და სწავლაც უფრო სახალისოა.
ქეითი 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია. კოლეგები მის ხასიათს მიაწერენ ისეთ თვისებებს როგორიცაა: