ჩვენი ენების ცენტრი დაგეხმარებათ შეისწავლოთ სასურველი უცხო ენა მარტივად და ეფექტურად, მცირე დროში. ჩვენი სკოლა გთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლებას, რაც დაგეხმარებათ ახალ უცხო ენას დაეუფლოთ სრულყოფილად, რეალისტური დიალოგებისა და ინტერაქციული მიდგომების დახმარებით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა კომუნიკაცია გქონდეთ როგორც ქართველ სერტიფიცირებულ მასწავლებლებთან, აგრეთვე უცხოელ ტუტორებთან. ეს დაგეხმარებათ ენის ოთხივე კომპონენტი (მეტყველება, წერა, მოსმენა და კითხვა) თანაბრად და საფუძვლიანად შეისწავლოთ. უცხოელი პედაგოგის მიერ მიზნობრივ უცხო ენაზე წარმართული გაკვეთილი კი საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოთ ამ ენაზე საუბარი. შედეგად, თქვენ შეისწავლით სასურველ ენას და საბოლოოდ, მიიღებთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ჩვენი ენების სკოლა გაძლევთ საშუალებას ონლაინ გაკვეთილებს დაესწროთ თქვენთვის სასურველი ლოკაციიდან, იქნება ეს სახლი, გარე სირვცე თუ ოფისი. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ენის ეფექტურად შესწავლაში, მიუხედავად იმისა, პირველად გაქვთ ამ უცხო ენასთან შეხება თუ უკვე ფლობთ მას გარკვეულ დონეზე.
ჩვენი ენების სკოლის არჩევით, თქვენ შეუერთდებით ჩვენს ასობით მოსწავლეს, რომელთა 98%-მა უკვე წარმატებულად ჩააბარა ენის გამოცდა და დაადასტურა ენის ცოდნა.
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!