თურქული ენის მასწავლებელი გვიზიარებს რჩევებს თურქულის სწრაფად შესწავლასთან დაკავშირებით
თურქული

თურქული ენის მასწავლებელი

  • მოუსმინეთ სიმღერებს და პოდკასტებს თურქულად
  • წაიკითხეთ საბავშვო ლიტერატურა თურქულად
  • წაიკითხეთ რეალური/ავთენტური მედია სიახლეები თურქულად
  • თუ შესაძლებელია, დაგეგმეთ მოგზაურობა თურქეთში
  • უყურეთ თურქულს სატელივიზიო გადაცემებს, ფილმებს და სერიალებს თურქულად, სუბტიტრებით
  • აწარმოეთ დღიური და დაწერეთ ყოველდღიური გეგმები, იდეები, საყიდლების სია თუ აფირმაციები თურქულად

 

მთავარი მიზანი არის რომ თურქული ენა რაც შეიძლება დიდი დოზით უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, 24 საათი სწავლის რეჟიმში ვერ იქნებით. თქვენთვის პროცესი სასიამოვნო და სასარგებლოც უნდა იყოს. ამიტომ, ყოველდღიური დასვენების, ინფორმაციის მიღების თუ განტვირთის წყარო თუ თურქულ ენაზე იქნება, ეს ძალიან დაგეხმარებათ. თქვენ ამგვარად ძალისხმევის გარეშე გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებთ მოსმენის უნარებს და გაეცნობით იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ფრაზებს რაც საბაზისო და ყოველდღიურია.

თურქულის მასწავლებელი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს

  • არ თარგმნოთ წინადადებები პირდაპირ თქვენი მშობლიური ენიდან თურქულ ენაზე

თურქულსა და ქართულ ენებში წინადადების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. შესაბამისად წინადადების სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნა სწორი არ არის. მთავარია გაიაზროთ წინადადება და ისე დაალაგოთ მსგავსი აზრი თურქულ ენაზე.

  • არ გამოიყენოთ სიტყვა “çok” ანუ „ძალიან“ გადამეტებული სიხშირით

როდესაც ადამიანი თურქულ ენაზე იწყებს საუბარს, ხშირია შემთხვევა, რომ ისინი სიტყვას “çok” გადამეტებული სიხშირით იყენებენ, რადგან სურთ დიდი ემოცია კარგად გამოხატონ. ამ შემთხვევაში, უფრო ბუნებრივი იქნება თუ ისწავლით რამდენიმე მის სინონიმს. მაგალითად, შეგიძლიათ ალტერნატიულად გამოიყენოთ სიტყვები „Aşırı”, “Son derece” და „Fazlasıyla“.

  • იმუშავეთ რთული ბგერების „ğ, ı, ö, ü, ç და ş“ სწორად გამოთქმაზე

თურქულში არსებობს ისეთი ასო-ბგერები, რომელთა ანალოგიც ქართულ ენაში არ გვაქვს. შესაბამისად, როდესაც ქართველი სწავლობს თურქულად, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ ასო-ბგერების გამოთქმას. მოუსმინეთ ვიდეოებს, აუდიო-რესორსებს და ეცადეთ ზუსტად გაიმეოროთ მოცემული ბგერები.

  • არ დანებდეთ მარტივად

უცხო ენის შესწავლა რამდენიმე დღეში და კვირაში არ  ხდება. განსაკუთრებით, ენის საფუძვლიანად შესწავლას დრო სჭირდება. გამოწვევები და წინაღობები ყოველთვის შეგხვდებათ, გაიხსენეთ მიზეზი, რატომ დაიწყეთ ენის სწავლა. არ დანებდეთ მარტივად.

თურქულის მასწავლებელი ონლაინ საუკეთესო გადაწყვეტილებაა

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ ონლაინ სწავლა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

გაინტერესებთ ონლაინ სწავლის უპირატესობები?

  • სწავლობთ ნებისმიერი ლოკაციიდან
  • გაკვეთილის გაცდენის შემთხვევებები მინიმუმამდეა დაყვანილი
  • მოსახერხებელი გრაფიკი
  • გაკვეთილები ინტერაქციული და სახალისოა
  • თურქულის სწავლის პარალელურად, ეცნობი ონლაინ აპლიკაციებს და კომპიუტერულ პროგრამებს
  • უფრო შეღავათიანია, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილები

თურქულის პედაგოგი პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს

  • როგორ დავიმახსოვრო თურქული სიტყვები მარტივად?

გამოიყენეთ ფლეშქარდები

გამოიყენე ახალი სიტყვები წინადადებებში

გონებაში დააკავშირე სიტყვები სურათებთან  

  • პირველ რიგში, ფორმალური თურქულის სწავლა ჯობს თუ არაფორმალურის?

გააჩნია თქვენს მიზანს. თუ თქვენი მიზანია თურქულის ყოველდღიურობაში გამოყენება, მაშინ კონცენტრირდით არაფორმალურ თურქულზე. თუ თურქულ ენას სწავლობთ კარიერული მიზნებისთვის, მაშინ ორიენტირდით ფორმალურ თურქულზე.

  • როგორ შევძლებ თურქულის სწავლას რეგიონში?

შეგიძლია ონლაინ რესურსები მოიძიო შენი ინიციატივით.

ან დარეგისტრირდი ჩვენს ონლაინ კურსზე და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

დაინტერესებული ხართ სწავლით?

linguaacademy.ge
თურქულის კურსები, თურქული ენის შესწავლა, თურქულის გაკვეთილები. Updated 2025

თურქული

დაიწყეთ საინტერესო მოგზაურობა ახალი ენის სამყაროში!