გერმანული ენის მასწავლებელი: როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სპეციალისტი?
გერმანული ენის პედაგოგი
გერმანულის პედაგოგი

გერმანული ენის მასწავლებელი

მე მათიასი ვარ და გერმანული ენისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობაში დაიწყო, როდესაც ბებიას მშობლიურ ქალაქ ბავარიაში ვსტუმრობდი. ამ მომენტმა გერმანული ენის მიმართ ინტერესი გამიღვივა და უნივერსიტეტის წლები გერმანული ენის შესწავლას დავუთმე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართველ სტუდენტებს ვეხმარები Goethe-Zertifikat-ის და TestDaF-ის გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. ვცდილობ რომ გერმანული ენის სწავლა სახალისო და შინაარსიანი გავხადო. გაკვეთილების დროს ხშირად ვუსმენთ გერმანულ პოდკასტებს და სკეტჩებს რათა სტუდენტებმა თავიდანვე ყური შეაჩვიონ გერმანულ ენას.
განათლება
გერმანული ენის დაუფლება ფრანკფურტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე, სადაც 2015 წელს მივიღე თანამედროვე ენების ბაკალავრის ხარისხი, გერმანული ენის სპეციალიზაციით. ამის შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მივიღე გერმანული ენის შესწავლის მაგისტრის ხარისხი. იქ შევისწავლე, თუ როგორ შევასწავლო ენები სტუდენტებს ეფექტურად. ვისწავლე ტექნიკა რომელსაც დღემდე ვიყენებ რომ გაკვეთილები საინტერესო და დასამახსოვრებელი გავხადო მოსწავლეებისთვის.

ჩემი სერთიფიკატები
• გერმანული ენის როგორც უცხო ენის სწავლების სერტიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტი, 2017
• TestDaF-ის გამომცდელის სერტიფიკატი, TestDaF-ინსტიტუტი, 2019

ჩემი სწავლების გზა
2020 წლიდან ვმუშაობ გერმანული ენის ინსტრუქტორად Linguaacademy-ში. ჯგუფებში მყავს ყველა დონის სტუდენტი რომელთაც ჭირდებათ გერმანული ენის ცოდნა სხვადასხვა მიზნებისთვის. ასევე ვამზადებ სტუდენტებს Goethe-Zertifikat და TestDaF-ში. ძალიან მსიამოვნებს როდესაც სტუდენტებს შრომა უფასდებათ და გამოცდებს წარმადებით აბარებენ.
2018 წლიდან 2020 წლამდე ვასწავლიდი პოლონეთის გოეთეს ინსტიტუტში ხოლო უფრო ადრე, 2016 წლიდან 2018 წლამდე, ვმუშაობდი ფრილანსერად და ვამუშავებდი ტექსტებს უცხო ენებიდან გერმანულ ენაზე.

უზომოდ მიყვარს ქართული სამზარეულო და სვანეთი რომელიც მაგონებს ალპებს. მიყვარს ქართული ცეკვები და ტრადიციული სამოსი. იმედი მაქვს რომ მომეცემა საშუალება შეგასწავლოთ გერმანული ენა და კიდევ უფრო დავაახლოვო ეს ორი ულამაზე ქვეყანა ერთნამეთს.

 

გერმანულის მასწავლებელი ბავშვისთვის

მოსწავლეების ყველა ასაკობრივ კატეგორიას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებო კი არის ყველაზე პატარა მოსწავლეები, ბავშვები. მათ განსაკუთრებული, მათზე ორიენტირებული, მაქსიმალურად სახალისო და უსაფრთხო გარემო სჭირდებათ, რომ ისწავლონ. ქვემოთ მოცემულია ბევრ საკითხთაგან ორი მნიშვნელოვანი თემატიკა, რაც ჩვენი გერმანულის მასწავლებელს მათიასს ყველა გაკვეთილზე გათვალისწინებული აქვს.

  • თამაშზე დაფუძნებული სწავლება

რა თქმა უნდა, პატარა მოსწავლეებს არ შეუძლიათ ვრცელი ტექსტების კითხვა, ესეების წერა და დიდხანს მოსმენა. მათ მასწავლებლის მოსმენა ძალიან ცოტახანს შეუძლიათ. ყველაზე ეფექტური გზა, მათთვის გერმანულის სასწავლებლად თამაშის მეთოდია. თითოეული აქტივობა დაფუძნებულია თამაშზე, სიმღერაზე, როლურ თამაშებზე, გამოცნობაზე და ა.შ.

  • ვიზუალური მასალები

ვიზუალური მასალები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ეფექტურია, რადგან მოსწავლეების უმეტესობა ვიზუალურად მარტივად ითვისებს მასალას (visual learners). თუმცა, როცა საქმე ეხებათ ბავშვებს, მათთან სხვა ვარიანტი არც განიხილება, მათთვის კრიტიკულად აუცილებელია, რომ ვიზუალურად ხედავდნენ რაზეა საუბარი.

გერმანულის მასწავლებელი მათიასი ბავშვებთან მუშაობისას იყენებს ისეთ ვიზუალურ მასალებს, როგორიცაა ლექსიკური ბარათები, დასურათებული წიგნები, პოსტერები, ცხრილები, საგანმანათლებლო ვიდეოები, საგანმანათლებლო აპლიკაციები, პაზლები, სტიკერები და ა.შ.

გერმანულის მასწავლებელი ონლაინ - დისტანციურად სწავლა რამდენად ეფექტურია?

  • მარტივი წვდომა რესურსებზე

21-ე საუკუნეში, როდესაც საგანმანათლებლო რესურსების უმეტესობა ინტერნეტ სივრცეშია, ონლაინ სწავლებას ბევრად ეფექტურს ხდის ფიზიკურ სწავლებასთან შედარებით.

შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურ გარემოში რესურსების უმეტესობა მაინც ელექტრონულ ფორმატში გამოიყენება, ან ელექტრონული ფორმატიდან ხდება ამოღება ფიზიკურ მასალად.

ელექტრონული რესურსებს შორის გამოიყენება საგანმანათლებლო ვიდეოები, საგანმანათლებლო აპლიკაციები, ონლაინ ლექსიკონები, პდფ წიგნები და ა.შ.

  • მოქნილობა

სტუდენტები გაკვეთილს ესწრებიან მათთვის ხელსაყრელი გარემოდან.

თუკი მოგიწევთ ქალაქიდან გამგზავრება შეგიძლიათ გაკვეთილებს სხვა ადგილიდან ჩაერთოთ და დიდი ხნის პროგრესს არ ჩამორჩერთ.

ამიტომ, გირჩევთ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ დეტალები ჩენი კოორდინატორისაგან გერმანულის ონლაინ კურსის შესახებ.

 

გერმანულის პედაგოგი რა უნარებს ფლობს?

  • მოთმინება
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • დროის მენეჯმენტი
  • მოსმენის უნარი
  • პოზიტიურობა

დაინტერესებული ხართ სწავლით?

linguaacademy.ge
გერმანული ენის ონლაინ კურსები, გერმანული ენის კურსები. Updated 2025

გერმანული

გერმანული ენის შესწავლა ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ.