linguaacademy.ge
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 599 09 75 27
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
- მისამართი: 45 ვაჟა ფშაველას გამზირი (მეტრო დელისთან), საქართველო
ფრანგული ენის მასწავლებელი ფრენკი გახლავართ. მაქვს რეპეტიტორის შვიდწლიანი გამოცდილება. სტუდენტებს ვეხმარები დაეუფლონ ფრანგულ ენას. მოსწავლეებს ვამზადებ DELF და TCF გამოცდებისათვის. მყავს როგორც დაწყებითი ასევე მაღალი საფეხურის კლასები. გაკვეთილებზე დაბალანსებულად ვასწავლი გრამატიკას, ლექსიკას და საუბარს.
განათლება
2017 წელს პარიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მაგისტრის პროგრამა, სადაც შევისწავლე ფრანგული ენა და პედაგოგიკა. 2014 წელს ლიონის კოლეჯში მივიღე ფრანგული ენის ბაკალავრის ხარისხი, რამაც გააღრმავა ჩემი სიყვარული ფრანგული კულტურის მიმართ. ფრანგული ენის სწავლებით საშუალება მაქვს ჩემ სტუდენტებს გავუზიარო ჩემი სიყვარული ფრანგული ენისა და კულტურის მიმართ.
სერთიფიკატები
• DELF/DALF Examiner Certification, France Éducation International, 2018 წ.
• ფრანგულის სწავლება, როგორც უცხო ენის სერთიფიკატი, Alliance Française, 2016 წ
ჩემი გამოცდილება
-ფრანგული ენის წამყვანი რეპეტიტორი, პორტლენდის ენების ცენტრი, პორტლენდი, ორეგონი 2019 წლიდან დღემდე
-ფრანგული ენის ინსტრუქტორი, Alliance Française, სიეტლი, ვაშინგტონი 2017–2019
-ფრანგული ენის მასწავლებელი Linguaacademy 2021-2025
დიდი სურვილი მაქვს გიხილოთ ჩემს ჯგუფში. მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიყვარული ფრანგული კინოს მიმართ. ხშირად ვაწყობ ფრანგული ფილმების საღამოს სტუდენტებისთვის სადაც მოსწავლეები ეცნობიან კლასიკურ და თანამედროვე ფილმებს. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი და კულინარი. მსიამოვნებს ფრანგული კერძების მომზადება და რეცეპტების გაზიარება სტუდენტებთან.
ონლაინ სწავლებისას გაკვეთილები ძალიან ინტერაქციული, მარტივი, სახალისო და საინტერესოა. მოსწავლეებს უდიდესი მოტივაცია აქვთ იყვნენ ჩართული და აჩვენონ მათი შესაძლებლობები.
ჩვენი ფრანგული ენის პედაგოგი სრულიად აკმაყოფილებს მასწავლებლის კვალიფიკაციებს. ფრენკს გააჩნია DELF/DALF სერტიფიკატები და ფრანგული ენის როგორც უხო ენის მრავალწლიანი გამოცდილება. მან იცის ყველა ონლაინ რესურსის გამოყენება რაც ამარტივებს გაკვეთილების დროს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ის დაგეხმარებათ მინიმალურ დროში შეისწავლოთ ფრანგული ენა და მიაღწიოთ თქვენ დათქმულ მიზანს. მიიღეთ მეტი ინფორმაცია ფრანგული ენის კურსების შესახებ.