linguaacademy.ge
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 595 06 75 10
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
მასწავლებლისა და სტუდენტის ურთიერთობა გავლენას ახდენს გაკვეთილის მიმდინარეობასა და სწავლის შედეგებზე. ხაზგასმით გამოვყოფთ იმ საკითხებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენს ცენტრში ყურადღება ექცევა
ყოველივე ეს დიდ როლს თამაშობს მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. აგრეთვე ეს საკითხები გავლენას ახდენენ გაკვეთილის ატმოსფეროზე, სტუდენტის მოტივაციაზე და თავდაჯერებულობაზე. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს იტალიური ენის მასწავლებელი თავის სფეროში, თუკი ზემოხსენებული საკითხები გათვალისწინებული არ არის, სწავლა-სწავლება ეფექტური ვერ იქნება.
ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი, რასაც უამრავი მასწავლებელი ყურადღებას არ აქცევს არის ორმხრივი პატივისცემა. მოსწავლე და მასწავლებელი პატივისცემას გამოხატავენ ლექსიკით, სახის გამომეტყველებით, ქმედებებით და ა.შ. როდესაც მასწავლებელი იჩენს პატივისცემას მოსწავლეების მიმართ, ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ შეიმეცნონ ენა და ამ პროცესში დაუშვან შეცდომები. მათ იციან, რომ ისინი არ გაიკიცხებიან და არ დასცინებენ. მეორეს მხრივ, როდესაც მოსწავლეები პატივს სცემენ მასწავლებელს, მან იცის, რომ შეუძლია იხუმროს, გააზიაროს პირადი გამოცდილებები, თუკი რაიმე არ იცის თამამად თქვას და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ გასცეს კითხვას პასუხი.
იტალიურის მასწავლებელი ონლაინ მუშაობს და თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაკვეთილები ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია.
ჩვენი გამოცდილებით გიზიარებთ რჩევებს, რაც გამოგადებათ იტალიურის ონლაინ სწავლისას.
საკუთარი თავის დისციპლინა ონლაინ სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია. დააწესეთ რუტინა, არ გამოტოვოთ დავალებები და არ მოიტყუოთ თავი. შეახსენეთ თქვენს თავს რისთვის დაიწყეთ სწავლა. არ მოგერიდოთ და ითხოვეთ მასწავლებლის დახმარება საჭიროებისამებრ.
იტალიურის პედაგოგი ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრია ჩვენი ენების ცენტრში. ის მუშაობს სხვადასხვა დონის და ასაკობრივ ჯგუფთან. შესაბამისად, განსხვავდება სწავლების მეთოდოლოგიაც.
გაკვეთილის პროცესში კომბინაციაში გამოიყენება ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები.
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!