ჩვენ შესახებ

მთავარი » ჩვენ შესახებ
ბენეფიტები

რატომ linguaacademy?

ჩვენი ენების ცენტრი დაგეხმარებათ შეისწავლოთ სასურველი უცხო ენა მარტივად და ეფექტურად, მცირე დროში. ჩვენი სკოლა გთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლებას, რაც დაგეხმარებათ ახალ უცხო ენას დაეუფლოთ სრულყოფილად, რეალისტური დიალოგებისა და ინტერაქციული მიდგომების დახმარებით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა კომუნიკაცია გქონდეთ როგორც ქართველ სერტიფიცირებულ მასწავლებლებთან, აგრეთვე უცხოელ ტუტორებთან. ეს დაგეხმარებათ ენის ოთხივე კომპონენტი (მეტყველება, წერა, მოსმენა და კითხვა) თანაბრად და საფუძვლიანად შეისწავლოთ. უცხოელი პედაგოგის მიერ მიზნობრივ უცხო ენაზე წარმართული გაკვეთილი კი საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოთ ამ ენაზე საუბარი. შედეგად, თქვენ შეისწავლით სასურველ ენას და საბოლოოდ, მიიღებთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კორპორატიული კლიენტებისათვის, კომპანიებისათვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება თუ მათი დაფინანსებულ პირდთა რაოდეონა აღებატება 10 სტუდენტს. დამატებითი დეტალების მისაღებად დაგვიკავშირდით.

1. მოქნილი სასწავლო გრაფიკი - სტუდენტებს შეუძლიათ გაკვეთილების გრაფიკი მათთვის სასურველ დროს შეარჩიონ.
2. ქართველი და უცხოელი მასწავლებლები - უცხოელ მასწავლებლებთან კომუნიკაცია უნიკალური შესაძლებლობაა რომ თქვენ ახალ ენაზე საუბარს დაიწყებთ ძალიან სწრაფად, ბუნებრივი ლექსიკით და აქცენტით.
3. ინტერაქციული მეთოდები- ჩვენი სკოლა ორიენტირებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე: რეალისტურ დიალოგებზე და დავალებებზე, ავთენტურ სტატიებზე და პუბლიკაციებზე.
4. პერსონალიზებული სასწავლო კურსები - თქვენი საგაკვეთილო სესიები იგეგმება მაქსიმალურად თქვენს მიზნებზე მორგებული სამეცადინო მასალით.
5. სწრაფი შედეგები - აქტიური სწავლების მეთოდოლოგია, ავთენტური მასალების გამოყენება,და ენის ოთხივე უნარზე მუშაობა, სწრაფად დებს შედეგებს. მოსწავლეები სწრაფად იწყებენ ახალ ენაზე ფიქრს, აზროვნებას, მეტყველებას და შედეგად, მათი 98% ენის გამოცდას პირველივე მცდელობისას აბარებს.
linguaacademy

რას გთავაზობთ?

ჩვენი ენების სკოლა გაძლევთ საშუალებას ონლაინ გაკვეთილებს დაესწროთ თქვენთვის სასურველი ლოკაციიდან, იქნება ეს სახლი, გარე სირვცე თუ ოფისი. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ენის ეფექტურად შესწავლაში, მიუხედავად იმისა, პირველად გაქვთ ამ უცხო ენასთან შეხება თუ უკვე ფლობთ მას გარკვეულ დონეზე.

ჩვენი ენების სკოლის არჩევით, თქვენ შეუერთდებით ჩვენს ასობით მოსწავლეს, რომელთა 98%-მა უკვე წარმატებულად ჩააბარა ენის გამოცდა და დაადასტურა ენის ცოდნა.

linguaacademy
აღმოაჩინეთ ახალი სამყარო და გააფართოვოთ ჰორიზონტი!
ტელეფონი
ელ-ფოსტა