linguaacademy.ge
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 599 09 75 27
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
- მისამართი: 45 ვაჟა ფშაველას გამზირი (მეტრო დელისთან), საქართველო
ინგლისური ენის შესწავლა დღესდღეობით აღარ არის მხოლოდ პრივილეგია, არამედ აუცილებლობა. ეს ენა გლობალური კომუნიკაციის, ბიზნესის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის გასაღებია. ინგლისურის ცოდნა გიხსნით უამრავ შესაძლებლობას და გაძლევთ საშუალებას, რომ თავისუფლად იმოგზაუროთ, იმუშაოთ და ისწავლოთ მთელს მსოფლიოში.
ინგლისურის ათვისება საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ მსოფლიოში ყველა პოპულარულ ენაზე. წაიკითხოთ მასალები, უყუროთ ფილმებს, მოუსმინოთ მუსიკას ინგლისურ ენაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ინგლისური ენის ცოდნა არის ინვესტიცია თქვენს მომავალში. ის გიხსნით ახალ შესაძლებლობებს და გაძლევთ საშუალებას, რომ გახდეთ გლობალური მოქალაქე. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია როგორ გაიაროთ ინგლისური ენის კურსები ჩვენ ცენტრში.
ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ ენა თქვენი სახლის კომფორტიდან. დღესდღეობით, ინტერნეტი გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას, რომ ვისწავლოთ ინგლისური ენა ონლაინ.
მიუხედავად კომფორტისა რასაც ონლაინ სწავლება გვთავაზობს უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ენის ონლაინ სწავლებას აქვს მისი უარყოფითი მხარეებიც. მაგრამ ესეც დამოკიდებულია ენაზე. ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა შეიძლება ითქვას ბევრად უფრო გამართლებული და მარტივია ვიდრე მაგალითად იაპონურის ან კორეულის სწავლა სადაც ერთიდაიგივე ასოს შეიძლება ქონდეს რამდენიმე ინტონაცია, სადაც სიტყვები უმნიშვნელო ინტონაციით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ინგლისურის ენის შესწავლა ონლაინ კი შეიძლება ვთქვათ რომ ენებს შორის ერთ-ერთი ყველა მარტივად შესასწავლი ენაა.
ინგლისური ენის ცენტრი – გაძლევთ ყველა რესურს და შესაძლებლობას რომ შეისწავლოთ ეს ენა. არ აქვს მნიშვნელობა იცით თუ არა ეს ენა უკვე. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, გაესაუბროთ ინგლისური ენის მასწავლებელს. დარწმუნდეთ რომ პროგრამა და მასწავლებელიც რომელსაც ირჩევთ დაგეხმარებათ ინგლისურის სწავლაში. საჭირო დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად გეცოდინება ეს ენა.