linguaacademy.ge
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 595 06 75 10
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
დღესდღეობით რაც უფრო მეტ ენას ფლობ, მით მეტი შესაძლებლობა გაქვს. თუკი შეზღუდული ხარ და ფიქრობ, რომ მხოლოდ რამდენიმე ენა შეგიძლია ისწავლო, მაშინ ერთ-ერთი ენა, რაც მხედველობაში უნდა გქონდეს, არის ჩინური ენა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური ძალიან გავლენიანი ენაა და მასზე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი საუბრობს, ჩინური ენის სწავლა აუცილებლად დაგეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ჩინურის ცოდნით შენ გეხსნება გზა იმ საზოგადოებაზე გასასვლელად, რაზეც ქართულად ან ინგლისურად საუბრისას ვერ შეძლებდი.
ამ შესაძლებლობას კი როგორ გამოიყენებ, შენს ინტერესებზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს გზა შენთვის ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების, მოგზაურობის, ახალი ადამიანების გაცნობის და ა.შ.
ჩინეთი ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ქვეყანა გამორჩეულია წარმოებითა და ექსპორტით. მისი გავლენების გაზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ჩინურად მოლაპარაკე კადრებზე. საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები ხშირად ეძებენ ჩინურად მოლაპარაკე თანამშრომლებს, ვინც მათ დაეხმარებათ ჩინეთზე გასვლასა და მოლაპარაკებების წარმოებაში.
არ აქვს მნიშვნელობა შენ მოღვაწეობ ბიზნესში, ტურიზმში, ფინანსებში თუ ტექნოლოგიებში, ჩინური ენის ცოდნა აუცილებლად გაგიხსნის ბევრ ახალ კარს და ახალ შესაძლებლობას.
ჩინური ენა ძალიან საჭირო, თუმცა საკმაოდ რთული ენაა. ამ რთულ გზაზე, ჩინურის მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია.
ჩინური ენის დამოუკიდებლად სწავლა საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. დამწყებმა მოსწავლემ არ იცის რა საკითხით უნდა დაიწყოს და როგორ გააგრძელოს. დამწყები შეიძლება თავიდანვე ისეთ რთულ საკითხებს შეეჭიდოს, რომ სრულიად დაკარგოს მოტივაცია და მალევე დანებდეს. როდესაც ჩინურის მასწავლებელი გიტარებთ გაკვეთილს, მან იცის როგორ შემოგთავაზოთ სასწავლო თემატიკა ისე, რომ თქვენ შეძლოთ მასალის დაძლევა. მასწავლებელმა იცის რომელ საკითხს რა დრო უნდა დაუთმოს, როდის გაგიწიოთ საჭირო დახმარება და როდის მოგცეთ საშუალება თავად გადალახოთ წინაღობები.
ჩინურ ენას საკმაოდ დამახასიათებელი და არც ისე მარტივი გამოთქმები და ინტონაცია აქვს ქართველი მოსწავლისთვის. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ის ბგერა, რომელიც ჩინურ ენაშია. შესაბამისად ჩინურის მასწავლებელთან მუშაობის გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ვისწავლოთ ის, რაც არ არის არც ჩვენს ენაში და არც ჩვენი ფიზიოლოგიისთვის არის გამოცდილი. პროფესიონალი მასწავლებელი დაგეხმარებათ მარტივად აითვისოთ ის ტონალობები, რომელიც სიტყვის მნიშვნელობასაც კი ცვლის ჩინურ ენაში.
და რაც მთავარია, როდესაც ჩინურის მასწავლებელთან ერთად მუშაობთ, თქვენი საუბარი ბევრად გამართული და ბუნებრივი ჟღერადობის იქნება.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი ჩინურის სწავლისას არის სიმბოლოები, რაც დანარჩენი სხვა ენებისგან განსხვავებულია. ჩინურის მასწავლებელი გასწავლით ხრიკებს თუ როგორ დაიმახსოვროთ ეს სიმბოლოები და ასევე გასწავლით თუ როგორ იქმნება სიტყვები ამ სიმბოლოებისგან. ქართველი ადამიანისთვის, ეს სრულიად ახალი და უცხო საკითხია, ჩვენი ტვინი იმგვარად მოწყობილი არ არის რომ ეს საკითხები თავისთავად გაიგოს. იმისთვის, რომ ჩინურის სწავლის პროცესი საინტერესო და მარტივი იყოს, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ჩინურის მასწავლებლის ჩართულობა.
მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ჩინურს ფიზიკურად ისწავლით თუ ონლაინ, ჩინურის მასწავლებელი აუცილებლად გასწავლით ერთი და იგივე მეთოდოლოგიით. ონლაინ სწავლისას ეს პროცესი შეიძლება ოდნავ სახალისო იყოს, რადგან მეტი ონლაინ პლატფორმა და თამაში იქნება ინტეგრირებული.
ჩინური ენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კულტურასთან. შესაბამისად, კულტურის ნაწილის შეცნობის გარეშე, ნაკლებად საინტერესო და პროდუქტიული იქნება ჩინური ენის შესწავლა.
კულტურასა და ენას შორის ბევრი დამაკავშირებელი ძაფი არსებობს, რისი აღმოჩენაც თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. ეს სწავლის პროცესსაც უფრო მარტივს და ბუნებრივს ხდის. აღარ გიწევთ რაღაც სიმბოლოები თუ წესები უბრალოდ დაიზეპიროთ, არამედ გააზრება მოდის ბუნებრივად და უფრო დიდხანს რჩება თქვენთან.
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!