რუსული ენის მასწავლებელი დაგეხმარებათ თავდაჯერებულად ალაპარაკდეთ რუსულად
რუსული ენის მასწავლებელი

რუსული ენის მასწავლებელი

რუსული ენის მასწავლებელი ნატალია მოგესალმებით. ადრე ვინმეს რომ ეთქვა რომ სტუდენტებს რუსული ენის გრამატიკას ან პროზას შევასწავლიდი არ დავიჯერებდი. თუმცა ისეთ ენას როგორიც რუსულია შეუძლია ღრმად ჩაგითრიოს და მეც იმავე მიზეზით მოვხდი ამ სფეროში. უკვე მესამე წელია Linguaacademy-ში რუსული ენის მასწავლებელი ვარ.

დავიბადე და გავიზარდე რუსულენოვან გარემოში. გავიზარდე პატარა ქალაქში სადაც ადამიანები განსაკუთრებით თბილად მოიკითხავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ რუსული პატარაობიდანვე ვისწავლე მისი უნივერსიტეტში შესწავლა ბოლო ეტაპზე გადავწყვიტე.

ჩემი ფორმალური განათლება მოიცავს რუსული ფილოლოგიის ხარისხს, რუსული ლიტერატურის განხრით. სერტიფიცირება გავიარე TRKI-ის (რუსული ენის, როგორც უცხო ენის ტესტი) მეშვეობით და სტუდენტებს ვამზადებ TORFL გამოცდებისთვის (A1-დან C2 დონემდე). ჩემს გაკვეთილებს სტუდენტები ესწრებიან სხვადასხვცა მიზეზით: სასწავლო, პროფესიული ან საიმიგრაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე ვასწავლი სპეციალურ რუსული ენის კურსებს სადაც სტუდენტებს რომლებიც რუსულენოვან უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავენ ვასწავლი რუსულ ენას.

ვაღიარებ რომ რუსული ენა რთულად შესასწავლი ენაა. თუმცა ეს ჩემთვის როგორც რუსული ენის პედაგოგისათვის გამოწვევაცაა. ჩემი მიზანია რომ სტუდენტებს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ფუჭი ენერგიის გარეშე შევასწავლო რუსული. ამას ვახერხებ რეალური დიალოგების, მულტფილმების და ზოგჯერ მიმების მიხედვითაც კი. ჩემი მიზანია სტუდენტებს შევასწავლო არა მხოლოდ ენა არამედ ამ ენაზე აზროვნებაც.

მიუხედავად რუსულის ენის სირთულისაა ის წარმოუდგენლად სასიამოვნოა. ამ ენის შესწავლით სტუდენტები კარს შეაღებენ კულტურულ სამყაროში: დოსტოევსკი, ტარკოვსკი, ჩაიკოვსკი, სტეპის ფილოსოფია და სხვა მრავალი.
თავს ბედნიერად ვგრძნობ რომ ჩემი სტუდენტების რუსული ენის შესწავლის ნაწილი ვარ. მჯერა რომ ჩემ გაკვეთილებზე დასწრებით თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ რუსული ენის ცოდნას არამედ ეზიარებით ახალ სამყაროს რაც თქვენს მსოფხედვას კიდევ უფრო გააფართოვებს.

რუსული ენის მასწავლებელი ინდივიდუალურ გაკვეთილებს ატარებს თუ ჯგუფურს?

რუსულის მასწავლებელი ატარებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს.

ინდივიდუალური გაკვეთილების უპირატესობები

  • შენს ცოდნაზე, ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული გაკვეთილები
  • მოქნილი ცხრილი, რადგან მისი შეთანხმება მხოლოდ შენთან ხდება
  • უკუკავშირს იღებ დაუყოვნებლივ

 

ჯგუფური გაკვეთილების უპირატესობები

  • ინტერაქციული დავალებები და პროექტები
  • გაქვს შესაძლებლობა სხვების მოსმენით ისწავლო
  • რეალური ცხოვრებისეული დავალებები და დიალოგები
  • სახალისო ჯგუფური თამაშები

 

გადახედე შენს პრიორიტეტებს და თავად აირჩიე საუკეთესო ვარიანტი შენთვის!

რუსულის მასწავლებელი ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად!

თუ გსურს დაზოგო დრო, ფინანსები და მაინც სრულყოფილად ისწავლო რუსული ენა, შეგიძლია ჩვენი რუსული ენის ონლაინ გაკვეთილებზე დარეგისტრირდე.

  • გაკვეთილს ესწრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
  • გაკვეთილში ისევე ხარ ჩართული, როგორც ფიზიკურ გაკვეთილზე იქნებოდი
  • რუსულის მასწავლებელი გასწავლის ენის ოთხივე კომპონენტს: საუბარი, წერა, მოსმენა და კითხვა
  • უფრო შეღავათიანია, ვიდრე ფიზიკური გაკვეთილები
  • სახალისოა ონლაინ პლატფორმების და თამაშების გამოყენებით სწავლა.

როგორ დავრეგისტრირდე რუსულის ენის გაკვეთილებზე?

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე!

ჩვენთან რუსულის სწავლა მარტივი და სახალისოა!