linguaacademy.ge
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 595 06 75 10
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
ტოეფელის/TOEFL კურსები: თუ თქვენ ფლობთ ინგლისურ ენას B2 დონეზე, შეგიძლიათ სცადოთ და თავად მოემზადოთ ტესტის ჩასაბარებლად. თუ თქვენ ყოველდღიურად ბეჯითად იმუშავებთ, დაახლოებით 2 თვე დაგჭირდებათ, რომ გამოცდაზე გახვიდეთ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბექგრაუნდის მქონე აპლიკანტისთვის სასურველია TOEFL გამოცდისთვის მომზადებაში პროფესიონალი იყოს ჩართული. თუკი თქვენ ინგლისურის B2 დონეს ფლობთ პროფესიონალი პედაგოგი დაგეხმარებათ ისეთი ხრიკების გაცნობაში და დროის საკითხის დამუშავებაში, რომ გამოცდაზე მაქსიმალურად აჩვენებთ თქვენს უნარებს.
ხოლო თუ თქვენ, ინგლისურ ენაში B2 დონეს არ ფლობთ, მაშინ პედაგოგთან მომზადება აუცილებელია, რომ ტოეფელის გამოცდაზე მაღალი შედეგი მიიღოთ.
TOEFL იშიფრება როგორც Test of English as a Foreign Language, ანუ ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის, ტესტი. ტოეფელის გამოცდას აბარებენ არაინგლისურენოვანი ადამიანები, ვისაც სურთ დაამოწმონ თავიანთი ცოდნა უცხო ენაში, ინგლისურში.
ვის სჭირდება ტოეფელის გამოცდის ჩაბარება?
ტოეფელის გამოცდის ჩაბარება შეიძლება სხვა მრავალი მიზეზით გახდეს საჭირო, როგორიცაა სასტიპენდიო პროგრამები, საიმიგრაციო აპლიკაციები, სასერტიფიკაციო პროგრამები და ა.შ. თუმცა, ზემოთ მოყვანილია ყველაზე ხშირი მიზეზები ტოეფელის გამოცდის ჩაბარების.
დღესდღეობით ორი გზა არსებობს ტოეფელის გამოცდის ჩაბარების:
ყველაზე გავრცელებულია TOEFL iBT – internet-based test – რაც გულისხმობს ტოეფელის ტესტის ჩაბარებას ინტერნეტის/კომპიუტერის საშუალებით. ტესტი ბარდება სპეციალურად დადგენილ ცენტრებში.
აგრეთვე არსებობს TOEFL PBT – paper-based test- რაც გულისხმობს ტოეფელის გამოცდის ქაღალდზე დაწერას. ეს მეთოდი ნაკლებად პოპულარულია და გამოიყენება ლიმიტირებულად, ისეთ რეგიონებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ არის.
TOEFL iBT შედგება 4 სექციისგან და გამოცდის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.
1. კითხვის სექცია
აპლიკანტი ეცნობა აკადემიურ ტექსტებს და თითოეული მათგანის წაკითხვის შემდეგ პასუხობს მათ გარშემო დასმულ შეკითხვებს წერილობით. სექცია შედგება 3-4 ფრაგმენტისგან. კითხვებზე პასუხის გაცემისას დაგჭირდებათ ფაქტობრივი ინფორმაციის გააზრება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, არგუმენტაცია, ლექსიკის ფლობა და ა.შ.
2. მოსმენის/აუდირების სექცია
ამ სექციაში აპლიკანტი ისმენს აკადემიური შინაარსის საუბრებს, დისკუსიებს და ლექციებს. მოსმენის სექციაში კითხვები სიტუაციური ბუნებისაა. თქვენ უნდა შეძლოთ და სწრაფად საუბრის მოსმენილიდან გამოარკვიოთ როგორც საუბრის მთავარი თემა, აგრეთვე სხვადასხვა დეტალები, მოსაუბრეების განწყობა. თქვენ გევალებათ, რომ ზუსტად და მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი აზრი ინგლისურად.
3. საუბრის სექცია
საუბრის სექციის მთავარი მიზანია გამოავლინოს თქვენი შესაძლებლობა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი აზრი აკადემიურ გარემოში ინგლისურ ენაზე. აგრეთვე თქვენ მოისმენთ და წაიკითხავთ სიტუაციებს, შემდგომ კი უნდა აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობა მოსმენილისა და წაკითხულის გააზრების და აზრის მკაფიოდ დაფიქსირების.
4. წერის სექცია
წერის სექცია ორი დავალებისგან შედგება. აპლიკანტი კითხულობს/ისმენს ტექსტებს და შემდგომ მათზე დაყრდნობით წერს შეჯამებას და მათ შორის განმასხვავებელ/მსგავს ფაქტორებს. აგრეთვე აპლიკანტი მითითებულ თემაზე წერს ესეს არგუმენტირებულად და თანმიმდევრულად.
ტოეფელის კურსები
Toefl iBT ფასდება 0-დან 120 ქულის ჩათვლით. 4სექციიდან (კითხვა, მოსმენა, საუბარი და წერა) თითოეული ფასდება 0-30 ქულით. სხვა ტესტებისგან განსხვავებით, ტოეფელის გამოცდაზე არ არსებობს გამსვლელი ქულა, ანუ თქვენ გამოცდაზე ვერ „ჩაიჭრებით“. თითოეული უნივერსიტეტი თუ ორგანიზაცია თავად აწესებს თავის კრიტერიუმს და ჩარიცხვისთვის საჭირო ტოეფელის ქულებს.
დაინტერესებული ხართ?
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!