linguaacademy.ge
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
- +995 595 06 75 10
- info@linguaacademy.ge
- 10:00 - 19:00 (კვირის გარდა)
მთავარი მიზანი არის რომ თურქული ენა რაც შეიძლება დიდი დოზით უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, 24 საათი სწავლის რეჟიმში ვერ იქნებით. თქვენთვის პროცესი სასიამოვნო და სასარგებლოც უნდა იყოს. ამიტომ, ყოველდღიური დასვენების, ინფორმაციის მიღების თუ განტვირთის წყარო თუ თურქულ ენაზე იქნება, ეს ძალიან დაგეხმარებათ. თქვენ ამგვარად ძალისხმევის გარეშე გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებთ მოსმენის უნარებს და გაეცნობით იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ფრაზებს რაც საბაზისო და ყოველდღიურია.
თურქულსა და ქართულ ენებში წინადადების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. შესაბამისად წინადადების სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნა სწორი არ არის. მთავარია გაიაზროთ წინადადება და ისე დაალაგოთ მსგავსი აზრი თურქულ ენაზე.
როდესაც ადამიანი თურქულ ენაზე იწყებს საუბარს, ხშირია შემთხვევა, რომ ისინი სიტყვას “çok” გადამეტებული სიხშირით იყენებენ, რადგან სურთ დიდი ემოცია კარგად გამოხატონ. ამ შემთხვევაში, უფრო ბუნებრივი იქნება თუ ისწავლით რამდენიმე მის სინონიმს. მაგალითად, შეგიძლიათ ალტერნატიულად გამოიყენოთ სიტყვები „Aşırı”, “Son derece” და „Fazlasıyla“.
თურქულში არსებობს ისეთი ასო-ბგერები, რომელთა ანალოგიც ქართულ ენაში არ გვაქვს. შესაბამისად, როდესაც ქართველი სწავლობს თურქულად, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ ასო-ბგერების გამოთქმას. მოუსმინეთ ვიდეოებს, აუდიო-რესორსებს და ეცადეთ ზუსტად გაიმეოროთ მოცემული ბგერები.
უცხო ენის შესწავლა რამდენიმე დღეში და კვირაში არ ხდება. განსაკუთრებით, ენის საფუძვლიანად შესწავლას დრო სჭირდება. გამოწვევები და წინაღობები ყოველთვის შეგხვდებათ, გაიხსენეთ მიზეზი, რატომ დაიწყეთ ენის სწავლა. არ დანებდეთ მარტივად.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ ონლაინ სწავლა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
გაინტერესებთ ონლაინ სწავლის უპირატესობები?
გამოიყენეთ ფლეშქარდები
გამოიყენე ახალი სიტყვები წინადადებებში
გონებაში დააკავშირე სიტყვები სურათებთან
გააჩნია თქვენს მიზანს. თუ თქვენი მიზანია თურქულის ყოველდღიურობაში გამოყენება, მაშინ კონცენტრირდით არაფორმალურ თურქულზე. თუ თურქულ ენას სწავლობთ კარიერული მიზნებისთვის, მაშინ ორიენტირდით ფორმალურ თურქულზე.
შეგიძლია ონლაინ რესურსები მოიძიო შენი ინიციატივით.
ან დარეგისტრირდი ჩვენს ონლაინ კურსზე და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები!